“პრაქტიკულად ციხის სახურავიდან გამომაძვრინეს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლების ბუნება ჩანს იმ წვრილმან დეტალებში, რაც მის გამოსვლას მოყვა:
“ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ელემენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსხლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა.” – თქვა მან.
მელიამ ყველა პოლიტპატიმარს გათავისუფლება უსურვა მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან თუ არა დაკავებულები:
“ციხეში სადაც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიამრია, მათ ვუსურვებ გათავისუფლებას. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას,” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.