LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალი იყო” – კრამონი

200
BeFunky-collage (21)

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით იგივეა, როცა ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალია. ამ თემაზე მან “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებასა და განცხადებებს ომთან დაკავშირებით უკრაინაში, იყო თუ არა თბილისი საკმარისად მკაცრი რუსეთის აგრესიის შესაფასებლად და სოლიდარული კიევის მიმართ, ვიოლა ფონ კრამონი ასე პასუხობს:

“პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალი იყო. ეს რა, მსხვერპლის დადანაშაულებაა?! გულწრფელი რომ ვიყო, შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ვინმეს ასე შეეძლო ფაქტების ინტერპრეტაცია.

როდესაც აგრესორი თავს გესხმის, კლავს, ანადგურებს, აუპატიურებს, აწამებს შენს მოქალაქეებს, უბრალო მოსახლეობას და ამაში მათ ადანაშაულებ, უბრალოდ იმიტომ რომ არსებობენ, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია.

ის, რაც საქართველოს მთავრობისგან, განსხვავებით ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, ვნახეთ, თავსატეხია. რეზოლუციებში რუსეთი არ მოიხსენიება, ამის პარალელურად კი  ხდება „უკანა კარის“ შეთანხმებები რუსეთთან უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ. მე ვერ ვხედავ მათ მიერ სანქციებზე შეერთებას, საპირისპიროდ ამისა, ისინი ცდილობენ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას, რათა აგრესორთან ერთად „ფული იშოვონ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g