LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

172
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს ეფუძნება და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

კერძოდ, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისიის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპირლში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ.

დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g