LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ნამდვილი გმირობაა, როდესაც ცხოვრობენ ასეთ ულამაზეს ადგილას და იცით, მთელი 6-7 თვე აქ მოძრაობა იკეტება..მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს

123
BeFunky-collage (3)

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც დღეიდან მთის კვირეული დაიწყო.

მისივე განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ და თუშეთში ბევრი დამსვენებელი, ტურისტი ჩამოვიდეს.

„რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში. მეტი ყურადღების მიქცევა. გახსოვთ, ამისთვის ჩვენ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ. მთაში მცხოვრებთათვის დაწესდა შეღავათები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ასეთ ულამაზეს ადგილას და იცით, მთელი 6-7 თვე აქ მოძრაობა იკეტება. ზამთრის პერიოდში შეუძლებელია გადაადგილება, მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ, მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუშეთში, მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინახოთ ის ბუნება, ისტორია და ტრადიცია, რომელიც თუშეთშია. ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პრემიერმაც ახსენა მთის კანონი, რომელმაც ბევრი შეღავათი მისცა მთაში მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ სახლებს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირობები იყოს უზრუნველყოფილი.

გილოცავთ მთის დღეს და მთის კვირეულს, თუშეთობას. მოვუწოდებ ყველას, ამოვიდნენ თავისი ოჯახებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები