LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმიანობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

107
Untitled design - 2022-02-14T131354.080

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

მისი თქმით, ბევრი ქოლ-ცენტრი არსებობს და ხელისუფლება ამის წინააღმდეგი არაა, თუმცა არაკანონიერ საქმიანობაზე რეაგირებაა საჭირო.

“მოგეხსენებათ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. მე არ მინდა ამაზე ოვაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები დააყენა და გაასაჯაროვა, მათ შორის გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგებიც და ყველაფერი არის ნათელი.

მაგრამ, ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტების საქმიანობას ქვეყანაში.

ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ასცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაა საჭირო”, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ქოლ-ცენტრების სქემაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული და ახლა “შურისძიების მიზნით” ცდილობენ მთავრობის წევრებზე გადაბრალებას.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს.

გასულ კვირას, კი სუსის უფროსის ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილსა და ორ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g