LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი სცოდავს, როცა…“ – უგულავას პასუხი ზურაბიშვილს

211
გიგი უგულავა

„კარგი იქნებოდა „ოდნავ ზევით“ მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემენტარულს ასხვავებს – ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის ტოლობის ნიშანს არავინ, არასდროს სვამს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა წერს, რითაც იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, მთავრობისა და ოპოზიციის მოქმედებებსა და განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ორივე მხარე სცოდავს.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცოდავს, როცა საერთაშორისო პრესაში იმეორებს, რომ უკრაინაში ინტერვენციის დროს პუტინს არგუმენტები არ აქვს და 2008-ში ჰქონდა;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა როყიო სიტყვებს ისვრის ერთობაზე და 600 000 მოქალაქის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ციხეშია და არაფერს აკეთებს;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა რუსული ანდაზის „Не выносят сор из избы“ მიხედვით მოგვიწოდებს ვაშინგტონში და ბრიუსელში არ ვილაპარაკოთ კოლაბორაციონისტს მთავრობაზე;

პრეზიდენტი სცოდავს, როცა ბოდიშს არ იხდის თავის ძველ განცხადებებზე, რომელიც პუტინს მოჰყავდა არგუმენტებად თავის პრესკონფერენციებზე და რუსული მხარე დღემდე ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს,“ – წერს გიგი უგულავა.

უსუფაშვილი დეპუტატებს: სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ჩვენ, ყველას ერთად პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

 

magti 5g