LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას ულამაზეს პალტოები, რომლებიც მას შობის დღესასწაულებზე ეცვა

744
ladydiana

დღეს მთელი მსოფლიო განიხილავს სამეფო ოჯახის წევრების მისალოც ბარათებს და სამოსს, რომელიც ქეით მიდლტონსა და ოჯახის სხვა წევრებს ამ ფოტოებზე აცვიათ. არადა ყველას ახსოვს, რომ საშობაო დრესკოდი მოდაში პრინცესა დიანამ შემოიტანა. სხვადასხვა წლებში მას ულამაზესი პალტოები ეცვა, რომლებიც დღემდე მოდის ექსპერტების განხილვის საგანია.

მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი პალტო დაიანას 1981 წელს, საშობაო წირვაზე ეცვა. ეს გახლდათ ლურჯი, ყვითელი და წითელი ყვავილებით გაფორმებული სამოსი, რომლის ავტორი Bellville Sassoon-ის მოდი სახლი გახლდათ, მაშინ დაიანა ორსულად იყო და ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. 1988 წელს დაიანა წირვაზე ულამაზეს ანსამბლში ვიხილეთ, ეს იყო შავი და ლურჯი ფერის კომბინაციით შექმნილი პალტო, რომელსაც ამავე ფერებში გადაწყვეტილი შლაპა ამშვენებდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ყვითელი პალტო კუბოკრული დეტალებით, რომელიც დაიანას 1988 წლის შობას ეცვა და 1990 წლის იასამნისფერი პალტო ულამაზესი საყელოთი.

პრინცესა დაიანას „ელვისის კაბა მარგალიტებით“, რომელსაც მოდის ექსპერტებმა „დიდი ჩავარდნა“ უწოდეს 

ფრედი მერკურიმ პრინცესა დაიანა მამაკაცის ტანისამოსში გამოაწყო, რათა ის ვერავის ეცნო – ერთი დღის ისტორია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები