LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ლუისი ბაღში მიდის – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის უმცროსი ვაჟი სამი წლის გახდა

333
prnclui

დღეს, პრინცი უილიამისა და ქეით მდლტონის მესამე შვილი, პრინცი ლუისი იუბილარია. პატარა პრინცი სამი წლის გახდა და როგორც მოსალოდნელი იყო, სამეფო ოჯახმა პატარა მონარქის ოფიციალური ფოტო გაავრცელა. ფოტოზე პატარა პრინცი ველოსიპედზე ზის, ზურგჩანთა უკეთია და ბაღში წასასვლელად ემზადება.

ფოტო გასულ კვირას, კენსინგტონის სასახლესთან გადაიღეს. ფოტოს ავტორი თავად ქეით მიდლტონია და ის მაშინ გადაიღო, როდესაც პატარა ლუისი პირველად წავიდა ბაღში.

ცნობილია, რომ ლუისი იმავე საბავშვო ბაღში მიიყვანეს, სადაც პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა სწავლობდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g