„ან პროგრესის მხარეს ხარ, ან სიბნელის“ – ნიკა მელია და ინგა გრიგოლია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

285
ინგა ნიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ დაწერილ პოსტს ეხმიანება იმის შესახებ, რომ თავად ნიკა მელია გადაცემაში პარტიამ არ გამოუშვა.

მელია აცხადებს, რომ გადაცემაში მონაწილეობის მიღება მისთვის პარტიას არ აუკრძალავს.

“გამოცდილებამ მასწავლა არაფერი დავტოვო უპასუხოდ, ამიტომაც ვწერ ამ პოსტს. დღეს სტუმრად უნდა ვყოფილიყავი ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და რასაც კიდევ უფრო სამწუხაროდ მოჰყვა მძაფრი რეაქცია ინგა გრიგოლიასგან.

ჩემი გადაცემაში ვერ მონაწილეობა, ნაც-ქოცურ დისკურსში გადაზარდა, თურმე ნიკა მელია პარტიას არ გაუშვია მასთან, რომ თურმე ასე გადაუწყვეტია პარტიას და მორჩა და რომ თურმე ჩვენი მონაწილება მას არც აინტერესებს და თურმე ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ….

თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას განვუმარტო რა, როგორ და რატომ მოხდა. მაგრამ ვიდრე ამას ავხსნი, მინდა ვთქვა:

1. არაერთხელ ვყოფილვარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად.

2. არ განვეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც სადმე „უშვებენ“ ან „არ უშვებენ“, ეს ვფიქრობ ინგამაც ძალიან, ძალიან კარგად იცის. მქონდა გადატვირთული დღე, რომელიც დაიწყო ბრიფინგით, რომელსაც მოჰყვა 4 სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა.

გადაცემაში მონაწილოების მიღების შემოთავაზება ცხადია არ იყო მიუღებელი, უბრალოდ თავიდანვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უკვე შეთანხმებული ვიყავით ნიკა გვარამიასთან, რომ ვიქნებოდი „მთავარი აქცენტების“ სტუმარი და შესაბამისად, მოკრძალებულად ვთხოვეთ რომ ვყოფილიყავი პირველი ან მეორე სტუმარი, რომ ელემენტარულად დროში შესაძლებელი ყოფილიყო ამ ორივე გადაცემაში მონაწილეობა და თან სტუდიიდან სტუდიაში ტრანსპორტით გადაადგილება.

ამ თხოვნაზე უარი თქვეს და შემოგვთავაზეს, რომ მე ვყოფილიყავი ბოლო სტუმარი, რაც ნიშნავს იმას რომ ინგასთთან 21 :40 სთვის უნდა ვყოფილიყავი სტუმრად, რაც გამორიცხავდა გადაადგილების შესაძლებლობას და რეალურად მე „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთულიყავი „ტვ პირველს“, რაც სრულიად სამართლიანად გააპროტესტა ტელეკომპანია „მთავარმა“. ზუსტად იგივენიარად გააპროტესტებდა თავად ინგა გრიგოლიაც (და უთხოვით კიდეც რომ მათ გადაცემამდე მცირე ხნით ადრე სხვა არხს არ ჩავრთულიყავი და ეს გამითვალისწინებია).

დიახ, ან „მთავარის“ ოფისიდან უნდა ჩავრთულიყავი, ან იქვე „მთავარის“ შესასვლელ კართან უნდა დავმდგარიყავი.

გარდა ამისა, ბოლო სტუმარმა „რეაქციაში“ გამოსვლა დაასრულა 21:58 წუთზე! ზუსტად იმ დროს, როდესაც დაიწყო ნიკა გვარამიას „აქცენტები“ და მე რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო, მეც ზუსტად ისევე მომიწევდა 21:58-ზე დასრულება!

და რა მოჰყვებოდა ამას? „ტვ პირველის“ ჩართვიდან სინათლის სიჩქარით გავარდნა და შევარდნა „მთავარის“ სტუდიაში.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პარტიას გადაცემაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს, მითუმეტეს – მიზეზის ახსნის გარეშე!

აუხსნეს რა უხერხულობაც შეიქმნა, ბოდიშიც მოუხადეს და ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით სთხოვეს, რომ ჩემს ნაცვლად, ნიკა მელიას ნაცვლად მონაწილეობას მიღებდა ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენელი. სტუმრის ჩანაცვლებაზე თქვეს უარი.

რაც შეეხება იმას რომ ინგა გრიგოლია მე მირეკავდა და არც ვუპასუხე. კი ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ არ კი არა, ვერ ვუპასუხე – დავით აქუბარდიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად და პირდაპირ ეთერში ტელეფონს ვერ ვუპასუხებდი.

ჩვენი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მაინც დავთანხდით ინგა გრიგოლიას გვიან ეთერში მონაწილეობას და ვერ განვსაზღვრეთ, რა უხერხულობას შექმნიდა ეს და ამაზე ნამდვილად ვწუხვარ.

პ.ს.

ინგა გრიგოლიამ ეს ქვეყანა ნაცებად და ქოცებად არ იყოფა საბედნიერეოდო. ეს ქვეყანა არც ჩემთვის იყოფა ნაცებად და ქოცებად, მაგრამ ორად ნამდვილად იყოფა – ან პროგრესის მხარეს ხარ, ან სიბნელის, ან ისტორიის სწორ მხარეს ხარ, ან არასწორ მხარეს“,  – წერს ნიკა მელია სოციალურ სელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები