LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო მიუღებელი და არასწორი პროვოკაციაა- ნანუკა ჟორჟოლიანი

2513
Untitled (8)

ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S რუსულ ენაზე,  ვლადიმერ პუტინის გინებით გახსნა. ჟურნალისტმა პუტინს გინებით და უცენზურო გამონათქვებით აუხსნა, თუ რატომ არ არის მისი ადგილი საქართველოში.

სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ მასალა გვერდიდან წაიშალა, თუმცა ისინი,  ვინც წამყვანის ამგვარი პროტესტი ოკუპაციის წინაღმდეგ პირდაპირ ეთერში იხილა, გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს, მათ შორისაა ნანუკა ჟორჟოლიანი

“პუტინის დედაც, მაგრამ რაც ეხლა ეთერში იყო მიუღებელი და არასწორია. არასწორი პროვოკაციაა. თამამია ნაბიჯი მაშინ, როცა პასუხს მხოლოდ შენ იღებ. როცა შენი სითამამის გამო შეიძლება ათაოსობით ადამიანი და ქვეყანა დაზარალდეს უკვე მიუღებელია”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინებას ეხმაურება ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე

“ამ პროფესიაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ…ვიცი არ გამომეტირება არავინ,მაგრამ მაინც..
პ.ს.აზრს ვერ ვხედავ,თორემ არსადაც არ მივდივარ…სხვა რამ არ მისწავლია”- წერს ტრაპაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები