LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაცარავა ჩრდილში რომ გადააბან, ურიგო არ იქნება – თამარ ჩერგოლეიშვილი

2225
ჩერგო

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “ძალა ერთობაშიას” ლიდერზე სტატუსს აქვეყნებს და ამით დავით ქაცარავას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„ქაცარავა ჩრდილში რომ გადააბან, ურიგო არ იქნება” –  წერს ჩერგოლეიშვილი. 

ოსური დრონი ჩვენ ჩამოვაგდეთ - დავით ქაცარავა (ვიდეო)

დე ფაქტო ცხინვალის მთავრობა ამბობს, რომ ეს ქართული მხრიდან პროვოკაციაა

მის პოსტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ეხმაურება და ის ჩერგოლეიშვილს კითხვით მიმართავს.

„ახლა ჩვენ შსს-მ რომ პატრულირება აგვიკრძალოს, ვთქვათ, ხვალიდან, რის მიზეზს ისედაც ეძებენ, შენი ეს პოზიცია სასარგებლო იდიოტიზმი იქნება თუ არა?“ – წერს ლაშა ბერულავა.

ჩერგოლეიშვილი კი პასუხობს, რომ მათ შორის იდიოტი მხოლოდ დავით ქაცარავაა.

ის ანტისაოკუპაციო მოძრაობას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ზღვარს არ გადავიდნენ. რაზეც ბერულავა იმავე პოსტის კომენტარებში პასუხობს, რომ რასაც საჭიროდ თვლიან იმას აკეთებენ და გარდა ამისა, ბერულავა წერს, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დღევანდელ ქმედებას სუს-ი პროვოკაციად თამარ ჩერგოლეიშვილისგან განსხვავებით არ თვლის.

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ქაცარავაზე ამბობს, რომ „ისიც მტერია, ვინც ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა.

ჩერგოლეიშვილის სტატუსი და შემდეგ ბერულასავთან კომენტარები ქაცარავას დღევანდელ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ოსური დრონი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები