მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება. ამის შესახებ მან “ტელეგრამზე” დაწერა.
მისი თქმით, სასმელ წყალს დაბინძურება ემუქრება.
„გარდა ჰუმანიტარული კატასტროფისა, რომელიც რუსი ოკუპანტებისა და კოლაბორაციონისტების მიერაა შექმნილი, ქალაქი ინფექციური დაავადებების გავრცელების ზღვარზეა” , – წერს ბოიჩენკო.
მერმა რუსეთის ძალებს მოუწოდა, უფლება მისცენ მოსახლეობა უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი.