LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქში ბომბები ცვიოდა და ეს კაცები იდგნენ მყარი კედელივით, დამძიმებულები, დაღლილები, მართლები. დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებს“: გიგა მაქარაშვილი კიევიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს

164
გიგა მაქარაშვილი (2)

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში კიევიდან ემოციურ ქართველი მებრძოლების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად ქალაქში არსებული განგაშისა, უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ღირსეულად გამოაცილეს:

„დღეს პირველად შემეშინდა.. უთენია დაიწყო განგაში, რომელსაც მოყვა და მოყვა აფეთქებები, ჩაქვრა ყველაფერი რაც ანათებდა, დაიკეტა მაღაზიები, ბენზინგასამართები, აფთიაქები…

მერე შეწყდა განგაში და ქუჩაში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებიც მთელს ხმაზე ყვიროდნენ არ დაგვეტოვებინა თავშესაფარი…

სახლში დასარჩენად ვის ეცალა? ჩავიფუთნე და წავედი ეკლესიაში…
სასახლეს დროშები გადავაფარე, ჰიმნის ჩასართველად ტექნიკა მოვამზადე და კიდევ ერთხელ შემომიტია შიშმა, ჩვენი გმირის გაცილებაზე ცოტანი არ ვყოფილიყავით!

მაგრამ არა, ქალაქში ბომბები ცვიოდა და ეს კაცები იდგნენ მყარი კედელივით, დამძიმებულები, დაღლილები, მართლები.
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებს.“– წერს Facebook-ზე გიგა მაქარაშვილი.

პოპულალურები