LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს მიმართავს 

753
Untitled design (11)

„სადაც კი პრეზიდენტი წარდგება, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ–ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს.

რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ.

ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება,“ – განაცხადა კობახიძემ.

„ჩვენ მიგვაჩნია,  რომ ეს იყო არა მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, არამედ მოლაპარაკებებიც და რატომ? იყო საუბარი ორ მხარეს შორის.

აქეთ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარეს იყო მეორე ქვეყნის, ევროკავშირის პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის თანამდებობის პირებს კონკრეტული მიზნით ესაუბრებოდა და ეს მიზანი იყო ძალიან კონკრეტული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი და სამართლებრივიც,“ – განაცხადა კობახიძემ.

„თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ“ – კობახიძის მიმართვა ჩუგოშვილს, რომელმაც  სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა

„არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

„დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ“ – ირაკლი კობახიძის პასუხი მაია კოპალეიშვილს, რომელმაც მას თვითკმაყოფილი უწოდა

 

 

პოპულალურები