LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ფრენებს აჩერებს – როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბილეთი უკვე იყიდეთ

6284

ახალი ქართული ავიაკომპანია ფრენებს აჩერებს. Myway Airlines-ი, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიამიმოსვლას წყვეტს.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახლდება, კერძოდ აპრილიდან. ფრენების შეჩერების მიზეზად მგზავრთნაკადის სიმცირე სახელდება.

Myway Airlines-ის ინფორმაციით, მგზავრებს, რომლებსაც ავიაბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ და ფრენას მათი ავიაკომპანიით სწორედ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე გეგმავდნენ, 2 არჩევანი აქვთ.

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გადაცვალონ ბილეთები, ან უკან დავუბრუნებთ ავიაბილეთის ღირებულებას. ამ დროისთვის ფრენებს ვასრულებვთ: რომის, ბუდაპეშტის, კიევისა და თელ-ავივის მიმართულებით. ვისაც ნაყიდი აქვს რომის და ბუდაპეშტის ბილეთები გადავუცვლით 2 დეკემბრის ავიაბილეთში და ამ დღეს გაფრინდებიან. კიევის მიმართულებით ფრენა კი 7 დეკემბერს განხორციელდება და სწორედ ამ დღის ბილეთს შევთავაზებთ. მათ, ვისაც ადრე გაფრენა არ აწყობს, დავუბრუნებთ იმ თანხას, რაც ბილეთში გადაიხადეს. რაც შეეხება თელ-ავივის მიმართულებას, ეს ერთადერთი დანიშნულებაა, რომელსაც ვტოვებთ და აღნიშნულ ქალაქში ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდება”, – განუმარტეს ”ფორტუნას” ავიაკომპანიაში და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ Myway Airlines-ი უკვე დაანონსებულ გეგმებზე უარს არ ამბობს და ოპერირებას ყველა იმ მიმართულებაზე განაახლებს, რაზეც შესაბამისი ნებართვა უკვე აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 2018 წლის 8 ივნისს მიენიჭა. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი კი სააგენტომ Myway Airlines-ზე მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები