LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო ხარისხზე შემოწმდა – გაიგეთ, რა შედეგი გვაქვს

137
ft-Things-That-Happen-to-Your-Body-When-You-Drink-a-Glass-of-Wine-Nightly-cropped

მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.

ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები