LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ჰოლივუდს ფილმებს გაუხმოვანებს: ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს

98
245035656-6500584859959274-3308821506115588912-n

საქართველოს კინო ინდუსტრიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. USAID/Georgia-ს მხარდაჭერით კომპანია POSTRED-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კომპანია გარკვეულ მომსახურეობას გაუწევს ჰოლივუდის ორ სტუდიას –  Paramount Pictures- ს და A24-ს.

POSTRED ჰოლივუდის ორი ახალი ფილმის აუდიო გახმოვანებას უზრუნველყოფს. ეს ფილმებია “კივილი 5” და “C’mon,C’mon”,  რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

„ამ ფილმების პრემიერაზე გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. USAID POSTRED-ს მოლაპარაკებებსა და შეთანხმების  მიღწევაში დაეხმარა და ამასთანავე  ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის- Trusted Partner  Network სერტიფიკატის მიღებაში. სერტიფიცირების შემდეგ, POSTRED-ს საშუალება ექნება იმუშაოს დიდ სტუდიებთან და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც USAID/Georgia ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები