LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვება: “ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს კლინიკიდან ეწერება”

410
Capture

“პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე, დღეს ეს ქალბატონი ეწერება ბინაზე”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

“ამ ეტაზე კლინიკაში 83 პაციენტია, აქენდან 19 ინფიცირებულია, დანარჩენები იმყოფებიან სატესტო რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით, შემოსვლისთანავე დაუდასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისთვის უცნობია ვირუსის სტრატეგია, მას ყველანაირი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. პაციენტი, რომლის მდგომარეობა შემოსვლისთანავე კრიტიკულად მძიმედ შეფასდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, დღეს ეწერება ბინაზე. ეს არის  ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვება. ასეთი პაციენტი, გამოჯანმრთელებული, კორონვირუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკადან. ეს არის ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გუნდშია. გუშინ ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველა”, – აცხადებს ის.

ლევან რატიანის თქმით, ეს პაციენტი მომდევნო ორ კვირას შინ, თვითიზოლაციაში გაატარებს.

მან დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

“რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რეანიმაციაში 2 ინფიცირებული გვყავდა, დაემატა ერთ, მარნეულის კლასტერიდან, 79 წლის ქალბატონი. პაციენტი შემოვიდა მწვავე რესპირატურული სინდრომით, პნევმოთორაქსით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება 62 წლის პაციენტს, თავისი სომატური პათოლოგიებითა და მწვავე რესპირატორული სინდრომით, მისი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. 80 წლის პაციენტი კი, რომელიც მაღალი ლეტალობის ინდექს მიეკუთვნეობოდა, ბევრად უკეთ არის და ველოდებით გაუმჯობესებას.
რაც შეეხება 22 კვირის ორსულს, ნაყოფთან ერთად მას აქვს სტაბილური მდგომარეობა”.

რატიანმა აღნიშნა, რომ კლინიკაში, 5 ახალშობილი არის მოთავსებული, რომლებიც ბავშვთა და ახალშობილთა რეანიმაციაში მკურნალობენ და მათი მდგომარეობა დადებითია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g