LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებულების რიცხვი 13-მდე გაიზარდა – დაკავებულია მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი ნიკა ფარულავა

71
Untitled design (2)

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 13 მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი ნიკა ფარულავა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცამეტივე მოქალაქე ადმინისტრაციული წესიტ არის დაკავებული.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე მსჯელობენ.

აქტივისტების ინფორმაციით კი, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, პარტიის ოფისთან პირველ ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის აქტივისტები შეძაქხილებით “მონა, მონა” შეხვდნენ, რასაც ვოლკიმ უხერხული ჟესტით უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g