LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ – დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

220
77010656-2621013021291960-6347737861332140032-o

გადაწყვეტილება მიღებულია! კანონმდებლებმა კენჭისყრაზე არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ დაამტკიცეს. მმართველი პარტიის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ჩაიწერა სიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას პირდებოდა. იმედგაცრუება თუ დადგმული სპექტაკლი, რომელიც სამი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ოფისში იწერებოდა?! რთული იქნება იმის დაჯერება, რომ პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებას თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ. სცენარი, რომელსაც ოპოზიცია წინასწარ ვარაუდობდა, გამართლდა. რას აპირებს მმართველი გუნდი, რა იქნება პარტიის დანაკარგი, ვინ დატოვებს საპარლამენტო მანდატებს და რა ფაქტორები უნდა განსაზღვროს დღევანდელმა შედეგმა?!

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

კენჭისყრის დასულების შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, გუნდის და მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს.

პირველი ვინც მედიასთან ღიად აღნიშნა თანამდებობის დატოვება და „წითელი ხაზის“ გადაკვეთა, იყო თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც განმარტი, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაა. თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს, ის ასევე მიდის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოდან.

ჩუგოშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა, მოგვიანებით კი მარიამ ჯაშმაც “ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გუნდის სხვა წევრებმა იცოდნენ, რომ მათთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად პრინციპული იყო.

მანდატის დათმობის მსურველი დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიციაში გადასვლას არ გეგმავენ, თუმცა რამდენიმე კონსულტაცია უნდა გაიმართოს მთავარ გუნდთან. მათივე განმარტებით, მათ სტატუსის შენარჩუნება ამ ეტაპზე არ უღირთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები