LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები გერმანიაში დასაქმებას აპრილიდან შეძლებენ – მოქალაქეების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია

220
sowb4riuuj98u1j

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას აპრილის პირველი ნახევრიდან შეძლებენ.

როგორც გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

გერმანიაში დასაქმებულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ

„გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი. 15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ“, – აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

მისივე ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეზღუდული არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g