LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდისივირს“ გამოიყენებენ

657
200313-remdesivir-al-1423-15943cd807510d073f5922fdffeac847.fit-760w

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალოდ ქართველი ექიმები პრეპარატ „რემდისივირს“ გამოიყენებენ.  მისი თქმით, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ.
რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა გამოგვიყონ და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რის შემდეგ ეს პრეპარატი ე.წ. სარეზერვო მარაგში გვექნება. მას აქვს ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რა ღირს კორონავირუსის ტესტის გაკეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები