LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – რა წერილს უგზავნის კიევის მერი საქართველოს მთავრობას

131
Untitled design

ქალაქ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიტალი კლიჩკო მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული.

„მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის.

დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნულია კიევის მერის წერილში.

საგარეო უწყების ცნობით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურებით უზრუნველსაყოფად უკვე გადანაწილებულია საქალაქო დაწესებულებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები