LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით სკრინინგ პროგრამის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება

378
12

საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ააიპ „ქართული მუსიკის ცენტრი“ ნიკა ნიკვაშვილის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP.

ღონისძიებაში მონაწილეობენ:ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი , ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნატო მეტონიძე, ნინო სურგულაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და თიკუნა წიქარიშვილი.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მიზანი პათოლოგიური პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა, რაც დროული და დამზოგველი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და დაავადების პროგნოზის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, იზრდება მოსახლეობის გაჯანსაღების, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების შემცირების პერსპექტივა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ პროგრამაში ჩართული მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაზრდით, რაც სკრინინგის პროგრამისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული საინფორმაციო კამპანიებისა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ორგანიზებული სკრინინგის დანერგვით და საზოგადოების კიდევ უფრო ფართო მასებამდე ინფორმაციის მიტანით.

იმედია აღნიშნული ღონისძიება სრულიად ახლებურად დაანახვებს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობას საზოგადოებას და თავის წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.

გელოდებით, 20 მარტს, 20 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!

https://tkt.ge/show/12233/ertad-gadavarchinot-sicockhle

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები