LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პოეტის ლექსი ნიკოლოზ წულუკიძეს: „არ გასტყდე, ამას გიბარებ, მამა ანგელოზ შვილისა…“

342
გიორგი რამაზაშვილი

პატრიარქის ჩოხოსანი, უცხოეთში მცხოვრები პოეტი, გიორგი რამაზაშვილი ნიკოლოზ წულუკიძეს ლექსს უძღვნის და წერს:

„ძმობით სიყვარულით და ქართველ კაცობით, ლექსი ეძღვნება ნიკოლოზ წულუკიძეს.

ვუსურვებ მხნეობას სულის სიმრთელეს ოჯახისა და სამშობლოს უტეხად სადარაჯოზე დგომასა და უფლის სიყვარულს…

 

ნუღარა სდარდობ, არ გეტყვი…

იძმავე შეიერთგულე,

გულში მთის ტოლა ჯავრები,

კლდის დრად დაუხვდი განსაცდელს,

არწივთოდენი თვალებით..

როგორა გთხოვო ნუ სდარდობ,

თქმაიც ხო უნდა სიტყვასა,

სანუგეშო და სალაღო,

რა რიგად უნდა ითქვასა

არ გასტყდე ამას გიბარებ,

მამა ანგელოზ შვილისა,

თვალი მზის დარით გაივსე,

თორე გული სუ სტირისა.

კიდევა გყვანან სამზეოს,

საზრუნავ საფიქრალები,

მუხლს ნუ მოჰკეცავ იცოდე,

არ დაიწუხო თვალები.

ნუღარა სდარდობ არ გეტყვი,

დარდი დაგრჩება ჩვევადა,

სხივს ნუ ჩაიქრობ სამყოფლის,

ისეთს როგორიც გებადა.

შვილისთვის უნდა იცოცხლო,

ცას ანგელოზად წასულის,

მომავლის ლეგა დღეები,

შეალამაზე წარსულით.

ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებ,

ჩემი ფიქრით და სიტყვებით,

მაგრამ შენ სავალ სატკივარს,

მეც შენთან ერთად მივყვები.

ღმერთს ანგელოზი აჩუქე,

მიწას ფესვი და ყვავილი,

საწუთრო დაგრჩა ხსომაში,

ცრემლებით გადანამილი.

მუხლს ნუ მაიჭრი არ გასტყდე,

ოჯახს სჭირდები ფარადა,

უფალს უნდიხარ მსახურად,

სამშობლოს დასაცავადა“.

ვიდეო: ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა ტარიელ ხარხელაურს, რომელთანაც საერთო ტკივილი აკავშირებს: „ჩემი შვილის ფოტო მაქვს, ვკოცნი და ისე მივდივარ დასაძინებლად…“

ნიკოლოზ წულუკიძე: „როდესაც ეს ამბავი შემემთხვა, მე თამარ სხირტლაძის დაბადების დღეზე ვიყავი…“

მინდა როგორღაც გითხრა, რომ … ცხოვრება გრძელდება, შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში – ლანა ღოღობერიძე ნიკა წულუკიძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები