LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ქალი ტექნოლოგიების სფეროში, მსოფლიოში 200 ლიდერ ქალს შორის დასახელდა

136
1

ნატო ტორონჯაძე Strong Women in IT Global Edition-მა ტექნოლოგიების სფეროში 200 ლიდერ ქალს შორის დაასახელა. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ნატო ტორონჯაძე ტექნიკისა და დანადგარებით ვაჭრობის ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტის Bizon.ge-ს დამფუძნებელია.

როგორც ტორონჯაძე ამბობს, იმისთვის რომ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო სხვა ადამიანების გამოცდილება, ასევე გააზიარო შენი მიგნებები.

„ტექ-ინდუსტრია, იგივე ტექ-სტარტაპერობა გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან სამწუხაროდ დღესაც მათ ნაკლები წვდომა აქვთ დაფინანსებასთან, ინვესტიციებთან და ვენჩურულ კაპიტალისტებთან. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქალების გვერდში დგომა და რწმენა რომ ეს შენ გარდა სხვასაც გამოუვიდა, მანაც გადალახა ბარიერები. ვფიქრობ ეს არის მთავარი სიძლიერე ამ პროექტის-ცოცხალი მაგალითები და მათი ისტორიები,”–განმარტავს ნატო ტორონჯაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში. 

ცნობისთვის, Bizon.ge არის ონლაინ მარკეტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გასაყიდად, ან გასაქირავებლად განათავსოს საკუთარი მანქანა-დანადგარები, ან პირიქით მარტივი საძიებო სისტემის გამოყენებით შეარჩიოს და შეისყიდოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი. „ბიზონი“ სწორედ ასეთ მყიდველებს და გამყიდველებს აკავშირებს ერთმანეთთან, თანაც უფასოდ! პლატფორმა აერთიანებს როგორც ახალ, ისე მეორად აქტივებს სხვადასხვა კატეგორიიდან: სამედიცინო აპარატურა, სამშენებლო ტექნიკა, სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და მსუბუქი ავტომობილები. „ბიზონი“ მუდმივად ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, ახალი ფუნქციების დამატებით სივრცე კიდევ უფრო კომფორტული და სასარგებლო გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები