LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა ექიმმა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის დრონი შექმნა: “ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ”

366
მრელაშვილი

ქართველმა ექიმმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა. დავით მრელაშვილი სიახლის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს.

ექიმი ე.წ. დრონის ფოტოს აზიარებს, ასევე ფოტოს “გუგლის” საძიებო სისტემიდან, სადაც აღნიშნულია, რომ დრონის ერთ-ერთი შემქმნელი დავით მრელაშვილია.

“გამარჯვების “პალასაზე” ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ.
სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი – ე.წ. დრონი, და მისი შამქმნელი – თქვენი მონა-მორჩილი”, – წერს დავით მრელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები