LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს” – ანა ფოტიგა

130
ანა ფოტიგა

„ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს”, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქვამს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველასთვის და ამიტომ, ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის გამოკეტვა ციხეში, როგორც პუტინის მძევლისა, ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. იმედია, საქართველოს მთავრობა ამას აცნობიერებს და ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი [7-9 მარტს] იყო ამის კარგი გამოხატულება”, – აცხადებს ანა ფოტიგა.

„სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება” – სერგეი ლაგოდინსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g