LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონს ანორექსია დაეწყო

185

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ბოლოს ივნისის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ, საქველმოქმედო საღამოზე ნორფოლკში. ქეითის სიგამხდრემ ყველას ყურადღება მიიქცია, პრინცესას თვალები გადაღლილი აქვს, სახეზე კი სულ უფრო მეტი ნაოჭი უჩნდება, იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 34 წლისაა.

ძნელად წარმოსადგენია, რომ ქალი გადაღლილი გამომეტყველებით, რომელიც ბრიტანეთის მომავალ მეფეს ზრდის, იგივე ადამიანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრინც უილიამს გაჰყვა – ლამაზი ღიმილით, ცოცხალი თვალებით.

„გაგიზიაროთ საიდუმლო, როგორ შეინარჩუნოთ ფორმა და იდეალური წონა? მუდმივად დავრბივარ ბავშვებთან ერთად,“ – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ქეითმა.

ორი შვილის გაჩენის შემდეგ კი მიდლტონმა ნამდვილად მოახერხა იდეალურ ფორმაში ჩადგომა, თუმცა ის წონაში კლებას კვლავ განაგრძობს. ბრიტანული მედია წუხს, რომ ქეითი თვალსა და ხელს შუა დნება.

სამეფო ოჯახის გარემოცვა მიიჩნევს, რომ პრინცესას სასწრაფოდ სჭირდება ფსიქოლოგების დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული გახდეს. ქეითი მუდმივად ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. პატარა ბავშვებზე ზრუნვა და ქმრის მოდუნებული ყურადღება მის მიმართ, მხოლოდ მცირეა იმ პრობლემებს შორის, რისი გაძლებაც უხდება.

პრინცი უილიამი არ არის ერთადერთი, ვისაც ქეითის მიმარტ გრძნობები გაუნელდა. დედოფალმა ელისაბედმაც კი, რომელიც მუდმივად მიდლტონის მხარეს იჭერდა, ქეითს არაერთხელ მიუთითა, რომ სამეფო ოჯახის საქმიანობაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

დედოფალ ელისაბედისა და კამილა პარკერ-ბოულზის გაუთავებელმა პრეტენზიებმა მიდლტონი ძალიან დაღალა. შედეგი კი მის გარეგნობაზეც აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები