LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერი ბრედშოუს 2125  დოლარად შეფასებული „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელი დღეს 35 დოლარად იყიდება

2169
sarajesikaparker2021

ფეხსაცმელი სერიალიდან „სექსი დიდი ქალაქში“ ყველაზე მოდური და აქტუალური ნივთია. სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც სერიალში ქერი ბრედშოუს როლს ასრულებს, ულამაზესი  ფეხსაცმლის კოლექციონერია. ყველას კარგად გვახსოვს „მანოლო ბლანიკის“ ულამაზესი იისფერი ფეხსაცმელი სერიალიდან, რომელიც ბრედშოუს ქორწილის დღეს ეცვა.

ამ ფეხსაცმლის ღირებულება 2125 დოლარია, თუმცა ავსტრალიელი ლექტორი ლიზ ალენი ინტერნეტში ამ ფეხსაცმლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მან სულ რაღაც 35 დოლარად შეიძინა. ფეხსაცმელი მან შემთხვევით, ქალაქ კანბერას ერთ-ერთი მაღაზის თაროზე შენიშნა და მაშინვე შეიძინა. მოგვიანებით კი ფოტო ინტერნეტში განათავსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები