ქეთა თოფურია უკვე მეორე წელია, ერთადერთ ქალიშვილს, ოლივია გეიხმანს დაბადების დღეს საქართველოში უხდის, კერძოდ, წყნეთში, აგარაკზე, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის საშუალებით შვილისთვის საინტერესო გასართობ ადგილად აქცევს ხოლმე.
ამჯერად მან ერთ-ერთი ქართული კომპანია „ნევერლენდი“ დაიქირავა, რომელმაც საბავშვო წვეულებიდან პროფესიონალურად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.