LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძე: „გაოგნებული ვარ, სად მოინახა 180 კაცი, რომელიც ასეა გაბოროტებული თეა წულუკიანზე?!.“

541
dolidzewulukian20221

„ჩემთვის მთავარია, კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი, მიუკერძოებელი ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე ერთ ჯგუფთან, ვინმესთან… თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში და მე რომ მკითხოთ, კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს ადამიანი, ვინც კულტურის რომელიმე სფეროდან არის მოსული“, ამის შესახებ ქეთი დოლიძემ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის კომენტირებისას.

ცნობილი რეჟისორი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, სად მოიძებნენ თეა წულუკიანზე გაბოროტებული ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ შედგა პეტიცია, რომელსაც კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ნაწილი აწერს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები