LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმრები, პარტნიორები და ყოფილები: ვინ კლავს საქართველოში ქალებს

274
a851b10a300745e38818afb81e979f10

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2014-2018 წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზის 5-წლიანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები და ყოფილი პარტნიორები კლავენ.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით 2014-2018 წლებში:

  • ქმარმა მოკლა 12 ქალი;
  • პარტნიორმა მოკლა 5 ქალი;
  • ყოფილმა ქმარმა მოკლა 4 ქალი;
  • სხვა პირმა -20 ქალი;

საქართველოში ფემიციდის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსს, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კატეგორია დაემატა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა, თუმცა მესამე სექტორი კოდექსში ფემიციდზე ცალკე ჩანაწერის არსებობას ითხოვს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან საზოგადოება კვლავ სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრობს, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა გამართლებული ქმედებაა.

დღეს 11:00 საათზე სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ონლაინ კონფერენცია გაიმართება თემაზე “ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი”.