LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა (ფოტო)

326
pjimage-42

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, მე-12 კლასელები სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით “ოპელის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელშიც 5 სკოლის მოსწავლე იჯდა, არასრულწლოვანი მართავდა. მგზავრებიდან ორი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორი მოსწავლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი ტრავმით კომატუზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

პოპულალურები