ყველა დროის ყველაზე რომანტიკული ფილმის, „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის“ მესამე ნაწილის გადაღებები სრულდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები საბერძნეთიდან, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს და სადაც ჩანს ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ნია ვარდალოსი. ფილმის სხვა მსახიობებს შორის, ვისაც მესამე ნაწილში ვიხილავთ, არიან ჯონ კორბეტი, გია გარიდესი, ელენა კამპუირისი და ლუის ამდილორი.
ინტერნეტში უკვე ვრცელდება დიდი ოჯახური ფოტო მესამე ნაწილის გადაღებებიდან, სადაც მაყურებლის საყვარელი პერსონაჟებს ვხედავთ.
წინასწარი ინფორმაციით, ახალ ფილმში სიუჟეტი მთავარი გმირების ქალიშვილის ქორწილის გარშემო ვითარდება.
საბერძნეთში „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის“ მესამე ნაწილის გადაღებები დაიწყო