LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუინის” Bohemian Rhapsody ყველა დროის ყველაზე მოსმენადი სიმღერაა

queen

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის„ქუინის” მეგაჰიტი Bohemian Rhapsody ყველა დროის ყველაზე მოსმენადი ჰიტია. Universal Music Group-ის ცნობით, ის ყველაზე ხშირად გაჟღერადა სთრიმინგ-სერვერებზე, ხოლო ვიდეო 1.6 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ცნობილი გამოცემები წერენ, რომ სიმღერის ხელმეორად დაბადებას ახალმა ფილმმაც შეუწყო ხელი, რომელმაც „ქუინის” და თავად ფრედი მერკურის შემოქმედება ახალი კუთხით დაგვანახა.

რაც შეეხება შემდეგ ადგილებს, მას ნირვანას Smells Like Teen Spirit და განზ- ენ-როუზის Sweet Child O’ Mine ინაწილებენ.

რაც შეეხება თავად Bohemian Rhapsody-ს, ის 1975 წლის 31 ოქტომბერს სინგლის სახით გამოიცა. ესაა ქუინის პირველი სიმღერა, რომელიც ერთდროულად ამერიკისა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები