LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოწყობის შანსი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს

67
23

ქუთაისის აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოსაწყობად საჯარო აუქციონი ცხადდება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იწვევს.

„გაფრენის დარბაზში, 21 კვ.მ ფართობზე სუვენირებისა და საჩუქრებისთვის განკუთვნილი მაღაზია 2 წლის ვადით უნდა განთავსდეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქციაზე იზრდება. მათ შორის საქართველოსთან ასოცირებულ სუვენირებზე, რომელიც უცხოელ მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/810606

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები