ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 1 წლით გადაიდო. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია GDG ჯგუფის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

როგორც ბეჟან წაქაძე განმარტავს, სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადავადდა. ამჟამად, უკვე დასრულებულია შავი კარკასის სამუშოები, დაახლოებით 1 თვეში კი კომპანია თეთრ კარკასზე დაიწყებს მუშაობას.

GDG ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული, მათ შორისა: Mariott და Best Western. პროექტში, დაახლოებით, 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები