ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში, 73 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადებაც აქვს, კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკას დღეს დატოვებს.
ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან სამი უკვე გამოჯანმრთელდა და ისინი დღეს გაეწერებიან. ამათან, ახალი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ.
კლინიკაში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან 3 პაციენტი გადმოჰყავთ, რომლებიც თვთიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კვლევებით კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ცხრა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანია გამოჯანმრთელდა.
უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით 98 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. დღეს გახდა ცნობილი, რომ “კოვიდ 19”-ით საქართველოში კიდევ ერთი, მე-5 პაციენტი გარდაიცვალა.