LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეშეთი-კობის 9-კმ-იან გვირაბს ჩინური კომპანია ააშენებს

128
gvirabi-1531397654-1024x576

ქვეშეთიკობის 9-კმიანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ გვირაბს ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და China Railway Tunnel Group Co-ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზაი ფეიფეიმ მოაწერეს.

პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.

ცნობისთვის, China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) 1984 წელს დაფუძნდა და უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც ჩინეთში გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. CRTG -ის უგრძელესი და უდიდესი მთის გვირაბისა და წყალქვეშა გვირაბის მშენებლობის გამოცდილება აქვს. CRTG-ს მიერ აშენებული გვირაბების საერთო სიგრძე 5000 კმ-ზე მეტს შეადგენს. CRTG-ის, განხორციელებული აქვს საერთაშორისო პროექტებიც, როგორიცაა არგენი-პაპის სარკინიგზო ხაზი, შარგუნის ქვანახშირის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის რენოვაციის პროექტი უზბეკეთში და კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტენის პროექტი მალაიზიაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეშეთიკობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთიკობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები