LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება: თენგიზ ცერცვაძე

111
თენგიზ-ცერცვაძე1

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა

გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება

თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე, ორი ფაქტორი დაასახელა, რის გამოც ეპიდვითარება დღეს საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდა, მოსახლეობის უპრეცედენტო პასიურობაა, ამასთან შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. ასევე გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო.

ორი ძირითადი ფაქტორია – პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

mazda magti 5g