LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის კორონავირუსი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სიმპტომები აღმოგვაჩნდება? – ,,გარდიანი”

1109
krnvsrssnws

რა არის Covid-19 – კორონავირუსი, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ დავიცვათ თავი, რამდენი ადამიანი დაავადდა, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი ან პანიკის საფუძველი – ამ თემაზე ვრცელ სტატიას ,,გარდიანი” აქვეყნებს.

რა არის Covid-19 – კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოში ვუჰანიდან გავრცელდა?

Covid-19 წარმოადგენს კორონავირუსების ოჯახის წევრ ვირუსს, რომელიც მსოფლიო მედიცინას აქამდე არასოდეს უნახავს. სხვა კორონავირუსების მსგავსად , Covid-19-იც ცხოველებისგან მოდის. უდიდესი ალბათობით, მის პირველწყაროს ღამურები წარმოადგენენ. იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც პირველად დაავადდა კორონავირუსის ახალი ფორმით, ჩინური ქალაქის ცენტრში არსებულ ზღვის პროდუქტების ბაზარში მუშაობდა ან საყიდლებზე იმყოფებოდა.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელება კორონავირუსის სიმპტომებია. გართულების შემთხვევაში, ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია ან ზოგიერთი ორგანოს უკმარისობა. კორონავირუსის, ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსის წინაარმდეგ, არაეფეტქურია და არ გამოიყენება ანტიბიოტიკები. ის მედიკამენტები, რომლებიც სხვა ვირუსული ინფექციების დროს გამოიყენება, ასევე არაფეფექტურია. ყველაზე მეტად ახალ ვირუსს გამართული იმუნური სისტემა ებრძვის. კორონავირუსით  გარდაცვლილთა აბსოლუტური უმეტესობა სწორედ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონენი იყვნენ.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან დაიმუშავეთ ხელები სპირტით.

ეცადეთ დარჩეთ სახლში და მოერიდოთ კონტაქტს სხვა ადამიანებთან.

მოერიდეთ ნაცნობ-მეგობრების გადაკოცნას და ხელის ჩამორთმევას.

ხველისა და ცემინების დროს აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე ჩააგდეთ ურნაში, რომელიც დახურულია და დაიბანეთ ხელები.

რაც შეიძლება ნაკლებად შეეხეთ ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ ექიმს.

რამდენი ადამიანი დაავადდა კორონავირუსით?

ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 82,524 შემთხვევა, რომელთაგანაც ლეტალურად 2812 დასრულდა.

კორონავირუსისაგან განკურნებულთა რაოდენობა 33 197-ს შეადგენს, მიმდინარე შემთხვევების 82% იოლი ან საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 50 ქვეყანაშია გამოვლენილი, შემთხვევათა 95.2 % დაფიქსირებულია ჩინეთში.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, და ირანში. ვირუსით ინფიცირებული იყო საკრუიზო ლაინერის, Diamond Princess-ის 705 მგზარი, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ყოფილა თუ არა აქამდე სხვა კორონავირუსით ინციფირების შემთხვევები?

2002 წელს სუნთქვის მწვავე დეფიციტის სიმპტომი (Sars) 37 ქვეყანაში გავრცელდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 8000-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 750-ს მიაღწია.

ახლოაღმოსავლური სუნთქვის დეფიციტის სინდრომი (Mers), ასევე ცნობილი, როგორც აქლემის გრიპი, ასევე კორონავირუსების ტიპს მიეკუთვნებოდა. ვირუსი 2015 წელს სამხრეთ კორეაში, ხოლო 2018 წელს არაბეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა. ვირუსი შედარებით იოლად გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე, ამიტომ ინფიცირებულთა 35%-ის გარდაცვალებით დასრულდა.

არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი ან პანიკის საფუძველი?

ჯერჯერობით არა. ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ერთადერთი შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული მგზავრი, რომელსაც სიმპტომები საზღვირს კვეთისას გამოუვლინდა, პირდაპირ ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს, ამიტომ ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები