LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს? – ეკა ხარხელის რეკომენდაცია

625
ეკა-ხარხელი

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს. ამ თემაზე ვრცლად გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა ეკატერინე ხარხელმა ისაუბრა:

„პირველ რიგში, თუ გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული წნევა უნდა დავირეგულიროთ. თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს, ვიზომავთ გლუკოზას სისხლში. ვითვალისწინებთ იმას, თუ რა საკვები მივიღეთ, კვებითი ინტოქსიკაცია ხომ არ გვაქვს. პაციენტებს ვურჩევთ, რომ აღნიშნული პრობლემის დროს ნაკლებად ამოძრაონ თავი, ნუ გადატრიალდებიან მარჯვნივ, მარცხნივ, ნუ წამოდგებიან პირდაპირ გულაღმა მდგომარეობიდან, მით უმეტეს,  თუ კრისტალების გადანაცვლებასთან გვაქვს საქმე. ცალკეულ შემთხვევებში, ექიმი რომც არ ჩაერიოს, შეიძლება, თვითგანკურნებაც მოხდეს, ანუ კრისტალები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. ხშირად თავის უმოძრაობა მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, უმჯობესია პაციენტს თავი მაღალზე ჰქონდეს“ აცხადებს ექიმი და დასძენს, რომ თავბრუსხვევის მიზეზი, უნდა დაადგინოს ექიმმა: „გააჩნია, თავბრუსხვევის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, არსებობს ინტოქსიკაციით, ანემიით ან თუნდაც, გოგირდოვანი საცობით გამოწვეული თავბრუსხვევაც. როცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, სათანადო ზომებს მივმართავთ, ზოგჯერ მიზეზი ბანალურია და მარტივად შეიძლება მისი მოგვარება. ის რაც გაურკვეველია, რასაც ახასიათებს რეციდივი, რაც გამოირჩევა სიმწვავით და  ასოცირებულია სხვა ჩივილებთან, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი დაავადება ყველა ნიშანს თავიდანვე არ ავლენს, ზოგი სიმპტომი დროის გასვლის შემდეგ იჩენს თავს. შესაბამისად,  არ ვარ უგულებელყოფის მომხრე, იმის, რომ მსგავს პრობლემას ყურადღება არ მივაქციოთ. თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება, თუნდაც მსუბუქი, დროში გახანგრძლივებულია, იგი შეიძლება ძალზე სერიოზული პათოლოგიის ნიშანი იყოს“ – აცხადებს ეკა ხარხელი.

თავბრუსხვევა, ტრიალისა და ვარდნის შეგრძნება – პროფესორი ეკა ხარხელი მიზეზებსა და გამოსავალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები