დღეს ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის – „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ პრეზენტაცია მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამართა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამედიცინო სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რა მოხდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და როგორ გაუმჯობესდა ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა.
ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული ლიმიტი გაიზარდა 8000 ლარით.
2019-2021 წლებში განხორციელდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით გაიზრდება ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე.
2019-2021 წლებში გაიზარდა სახელმწიფო ფულადი გასაცემლები.
გაიზარდა შრომის ინსპექტორთა რაოდენობა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მეტად გაუმჯობესებაა.
მინისტრის განმარტებით, 10-წლიანი გეგმა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კერძოდ, 2021-2030 წლებში გაძლიერდება გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობა, დაინერგება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმები, გაუმჯობესდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, ტიკარაზე ამბობს, რომ მეტად გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის სისტემა.