LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა სამი წლის ბავშვის დაჭრის მოტივი გაურკვეველია – ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს

752
BeFunky-collage (11)

მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს.

„ამ ეტაპისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. შეგახსნებეთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. პეკინის გამზირზე, 51 წლის ქალმა დანით სამი წლის ბიჭს სახეზე ორი ღრმა ჭრილობა მიაყენა.

ექიმების თქმით, დაჭრილი მცირეწლოვანის მდგომაროება  ამ დროისტვის  დამაკმაყოფილებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები