LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომპლიმენტი მიიღო ნუცა ბუზალაძემ სტივენ სიგალისგან: „საქართველოში დიდხანს ვერ ვჩერდები…“

6667
ნუცა ბუზალაძ

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბოლო პერიოდია, საქართველოში იშვიათად არის. ჯერ აშშ-ში იმოგზაურა რამდენიმე თვე, შემდეგ კი იქიდან დუბაიში გადაინაცვლა, სადაც თეატრის სცენაზე ბენდთან ერთად გამოვიდა. მის საღამოს ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი ესწრებოდა, რომელმაც მისი შესრულების გამო აღფრთოვანება ვერ დამალა…

ნუცა ბუზალაძე:

ჩემი ახალი კლიპი ამერიკაში გადავიღე. გადამიღო ამერიკელმა რეჟისორმა. სიმღერა იქნება მისი ახალი ფილმის „მეოჯახე კაცი“ საუნდტრეკი. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ფილმში მონაწილეობაც ხომ არ შემოგთავაზა?

არა, ფილმი უკვე დასრულებულია. თავად არ ვყოფილვარ დაინტერესებული სამსახიობო კუთხით, რადგან მინდა, ჯერ ჩემს სიმღერას მივხედო კარგად. რა თქმა უნდა, ეს მიმართულებაც მაინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად მუსიკალური კუთხით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ამერიკიდან პირდაპირ დუბაიში ჩაფრინდი?

აშშ-ში საკმაოდ დიდხანს მომიწია ყოფნამ, რადგან ბევრი საქმე მქონდა. ნიუ იორკიდან პირდაპირ დუბაიში გადავფრინდი, სადაც ჩემი ყაზახი მეგობრის ქორწილი იყო, მისი მეჯვარე გახლდით. ეს ქორწილი რომ არა, ამერიკიდან კიდევ დიდხანს არ ჩამოვიდოდი. დუბაიში 20 დღე დავრჩი. ქორწილში ერთმა ადამიანმა მნახა და შემდეგ კონცერტის გამართვა შემომთავაზა, დუბაის თეატრში, რომელიც ყველაზე ცნობილი ადგილია, აქ მოდიან გასართობად ცნობილი ადამიანები. კონცერტი ბენდთან ერთად გამიკეთეს. სხვათა შორის, ძალიან კარგი მუსიკოსები არიან. მხოლოდ იქ არა, დუბაის ოპერაშიც უკრავენ. ძალიან დაინტერესდნენ ჩემით, ახლა კიდევ ვაპირებ ჩასვლას და კონცერტები უკვე დაგეგმილია პარასკევსა და შაბათს.

სტივენ სიგალი ესწრებოდა შენს კონცერტს და ვიდეოდან დავინახეთ, როგორი კარგი გამოხმაურება ჰქონდა შენს ნამღერზე… კონცერტის შემდეგ მოგეცა მისი გაცნობის შესაძლებლობა?

კი, მომეცა გაცნობის შესაძლებლობა. როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები მეუბნებიან ხოლმე, მანაც გამოხატა სიმპათია და კომპლიმენტები მითხრა. უიტნი ჰიუსტონის სიმღერაზე მითხრა, რომ გაუკვირდა ეს არჩევანი და ასე მაგრად რომ შევასრულე, რადგან ამერიკაშიც იშვიათად მღერიან ამ სიმღერასო, იმდენად რთულად შესასრულებელია. ძალიან მიყვარს ეს კომპოზიცია. სასიამოვნოდ გაოცდა. არ ელოდა, რომ ამერიკის გარდა სხვაგან მოისმენდა ამ სიმღერას და აგერ მე შევუსრულე (იღიმის).

კიდევ აპირებ სადმე გამგზავრებას?

ორი დღით ადრე გაიგო ხალხმა, ამერიკაში რომ მივდიოდი. არ მიყვარს წინასწარ გეგმების გამოცხადება. იმდენად არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს, რომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საქართველოში დიდხანს ვერ ვჩერდები, რადგან ჩემს კრეატიულობას ერთ ადგილას გაჩერება ბოლომდე ახშობს, ამიტომ ერთ კვირაში ისევ სადმე გამგზავრება მინდება ხოლმე. ისეთი ადგილები მიყვარს, სადაც როგორც ადამიანი და მომღერალი, ვიზრდები და ვვითარდები. ჩემმა ქვეყანამ უკვე იმდენი მომცა, რომ მგონია, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი აქ უკვე გამოვიყენე…

პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა?

არაფერი მაქვს დასამალი. ბოლო თვეები იმდენ ადგილას ვიყავი და იმდენი ვიარე, ნამდვილად არ მქონდა ამის დრო. ჯერჯერობით არავის შეყვარებას არ ვაპირებ. თუ მერე გადავწყვეტ, რომ მაქვს დრო, რომელსაც პირად ურთირთობებს დავუთმობ, მერე შევიყვარებ.

ასე შეგიძლია გრძნობების კონტროლი?

ადამიანთან თუ დროს არ ატარებ, რანაირად შეგიყვარდება? ამისი მიზეზი დროის ნაკლებობაა.

მუსიკალურ კონკურსში ხომ არ გიხილავთ კიდევ?

მარტში რუსული შოუს ჟიურის მონაწილე ვიქნები, სადაც თავად გამოვდიოდი. ჯერჯერობით მუსიკალური კონკურსების კუთხით დაგეგმილი ეს მაქვს, თავად მონაწილეობას უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები