გვიან ღამით, ძმები დავით და გუგა კაკულიები დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ძმები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაკულების დაკავება შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ დაუდასტურეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
სისხლიანი გარჩევა ვაკეში: დაჭრილია 2 ადამიანი