LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შერიგება, რის შერიგება? გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ – გრიგოლ ვაშაძე

108
da5aa9816379f7ffc0a2b737c9382305-XL

კატეგორიულად არ მომწონს სულელური სიტყვა – შერიგება, გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, თუ ხელისუფლება შემოიტანს საკონსტიტუციო ცვლილებებს ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება.

„რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსი კისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო. შემოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება. ამას ოქსფორდის განათლება რად უნდა?“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g