LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უდევს ჩანთაში თეონა თავართქილაძეს და რა უნდა იქონიოთ ხელის სანიტაიზერთან ერთად აუცილებლად

755
teonatavratkiladze20129

„იმედის დღემ“ წარმოგვიდგინა თეონა თავართქილაძე რუბრიკაში „ჩემი ჩანთა“.

„ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს იქნება ბიუთი ჩანთა, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი აფთიაქი მაქვს. აქ დევს ხელთათმანები, სანიტაიზერი და ხელის კრემი, რომელიც სანიტაიზერის მერე აუცილებელია, რომ კანი არ გამოშრეს. ყველაე უცნაური ჩემს ჩანთაში არის თვალის პაჩები. ძალიან მშრალი კანი მაქვს, საღამოსკენ გადაღლილობა მეტყობა თვალებზე და ეს მარტივი გამოსავალია, პაჩებს დავიკრავ სულ რაღაც 15 წუთი და დაღლილობა ქრება. ტუჩებს დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვიტენიანებ, ამიტომაც ტუჩის „ბლესკიც“ აუცილებლად მიდევს ჩანთაში“.

როგორც თეონა აღნიშნავს, თავის გარდერობს მთლიანად არავის გაუცვლიდა, მაგრამ რაღაც ნივთებს აუცილებლად გაუცვლიდა მაკა ასათიანს.

ფოტო: ლეკო ჭყონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები