LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ვქნათ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას შევცვლით” – ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” ოფისში

143
xf b

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა სამუშაო შეხევდრა პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ოფისში გამართა. მათი ცნობით, შეხვედრის ინიციატორი პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” იყო. საუბრის მთავარი თემა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამომავლო გეგმები იყო.

“ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა წარვმართოთ სამუშაო პროცესი. როგორ შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შს სამინისტრო და სუს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. არ ყოფილა საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ შედგა”, – განაცხადა “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზებია.

“საზოგადოების დაკვეთაა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. თუ რამე უნდა გამოვყოთ მნიშვნელოვანი თემებიდან, ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემა. ეს ის საკითხია, რომელიც ვერ გადაიჭრა ფუნდამენტურად და მეტიც, კიდევ უფრო დამძიმდა”, – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

 “როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, მაშინ რა უნდა ვქნათ, როგორი ქვეყანა გვინდა ამის შემდეგ მივიღოთ. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი შეკრება. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები ვეღარ იქნებიან,” – განაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ლევან იოსელიანმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები